სამხრეთ კორეული გიგანტი HYUNDAI უკვე 50 წელზე მეტია მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული კომპანიაა: როგორც საავტომობილო, სამშენებლო, ქიმიური მრეწველობის, ფინანსური მომსახურების, მძიმე მრეწველობის, გემთმშენებლობის და ტურიზმის სექტორში ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სმარტფონების წარმოების მიმართულებით.
HYUNDAI-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სმარტფონები მსოფლიოში ცნობილია უმაღლესი ხარისხით, ტექნიკა გამორჩეულია მუდმივად განვითარებადი უმაღლესი ტექნოლოგიური მიღწევებით, მის დიზაინზე კი მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები მუშაობენ. სწორედ ამიტომ HYUNDAI-ის ტელევიზორები, მაცივრები, სარეცხი მანქანები, საშრობები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, გაზქურები, წვრილი ტექნიკა, ჩასაშენებელი ტექნიკა და სმარტფონები მსოფლიოში განსაკუთრებული მოთხოვნით გამოირჩევიან.
საქართველოში HYUNDAI გაყიდვების რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს როგორც ქსელის განვითარებით საცალო და საბითუმო გაყიდვების მიმართულებით ასევე პირდაპირი გაყიდვების მიმართულებით.